სიახლეები

„ჩიხურა“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

საჩხერის „ჩიხურამ“ უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში, ქართული კლუბი კიშინიოვის „ზიმბრუსთან“, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 2:3 დამარცხდა. „ჩიხურა“ მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ დაწინაურდა, თუმცა გადამწყვეტი მსაჯის მიერ დამატებული წუთები აღმოჩნდა. „ზიმბრუმ“ გამარჯვების გოლი ძირითად დროს დამატებულ მესამე წუთზე გაიტანა და მომდევნო ეტაპზე თურქეთის „ოსმანლისპორს“ შეხვდება. ამ კლუბებს შორის გამართული პირველი მატჩი ჩიხურამ სტუმრად 1:0 მოიგო, თუმცა მოლდოვურმა კლუბმა სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობით მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩი ზესტაფონში ძლიერი წვიმის გამო 30 წუთის დაგვიანებით დაიწყო და შეხვედრა რთული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე წარიმართა. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ორი ქართული კლუბი ითამაშებს. 7 ივლისს „სამტრედია“ აზერბაიჯანის „გაბალას“ ზესტაფონში დაუპირისპირდება. გორის „დილა“ კი სტუმრად სომხეთში „შირაქის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

ჩიხურა: ჰამზიჩი, რეხვიაშვილი, კაკუბავა, კაშია, გრიგალაშვილი, ივანიშვილი (ლექვთაძე 71), დობროვოლსკი, კორიფაძე, ჩიკვაიძე, ლობჟანიძე (დეკანოიძე 78), ტატანიშვილი (მუმლაძე 90+2)მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ზიმბრუ: რუსუ, იარდანი, ემერსონი, ლუანი, იზალდო, ერიკი (ზაგაევსკი 80), სპატარუ, ალექს ბრუნო, კულიბალი (ლიმა 39), ფორტესი (ბურგიუ 88), დამასკანიმთავარი მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი

გაფრთხილება: კაკუბავა (14), ლექვთაძე (82), ტატანაშვილი (90), რეხვიაშვილი (90),დობროვოლსკი (90) / ალექს ბრუნო (14), ემერსონი (17), ლუანი (26) კაბი (90)

გოლები: 1:0 ივანიშვილი (14), 1:1 ემერსონი (45+3), 2:1 კაკუბავა (55), 2:2 იარდანი (62), 2:3 ემერსონი (90+3)

სფფ-ის პრესსამსახური