სიახლეები

გარდამავალი სეზონი მეორე ლიგაში სექტემბერში დაიწყება

გაუზიარე

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის თანახმად 2017 წლიდან უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება. თუკი უმაღლესი და პირველი ლიგა აგვისტოში ხსნის სეზონს, ამჟამინდელი მეორე ლიგა სექტემბრიდან დაიწყება. გარდამავალ სეზონში მეორე ლიგა რეგიონული პრინციპით დაიყოფა ზონებად, საიდანაც 8 საუკეთესო გუნდი 2017 წლის ეროვნული ლიგა 1-ის საგზურს მოიპოვებს.
სფფ-ის რეგიონული ფეხბურთის განვითარების განყოფილებაში ამჟამად მიმდინარეობს მეორე ლიგაში სამონაწილეო განცხადებების განხილვა.

სფფ-ის პრესსამსახური