სიახლეები

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები

გაუზიარე
ხვალ, 5 ივლისს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩები გაიმართება. ქართული გუნდებიდან პირველ მატჩებში - გორის დილამ საშინაო შეხვედრაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სომხური შირაქი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა, საჩხერის ჩიხურამ გასვლით მატჩში მოლდოვურ ზიმბრუს 0:1 სძლია, ხოლო სამტრედია აზერბაიჯანულ გაბალასთან გასვლაზე, ბაქოში 5:1 დამარცხდა. 

საპასუხო მატჩებიდან, პირველი შეხვედრა ხვალ, 20:00 საათზე, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება: საჩხერის ჩიხურა - ზიმბრუს დაუპირისპირდება. დარჩენილი ორი მატჩი 7 ივლისს გაიმართება, სამტრედია, 19:00 საათზე ზესტაფონში გაბალას უმაპსპინძლებს. ხოლო გორის დილა თბილისის დროით 17:00 საათზე, ქალაქ გიუმრიში, შირაქს დაუპირისპირდება.

სფფ-ის პრესსამსახური