სიახლეები

შეხვედრა ქვემო ნატანებში

სფფ
გაუზიარე

30 ივნისს სოფელ ქვემო ნატანების საზოგადოებრივ ცენტრში ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა ადგილობრივ ბავშვთა გუნდებს შეხვდნენ და ქართულ ფეხბურთზე, საქართველოს ნაკრებზე და ბავშვთა ფეხბურთზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს და ქვეყნის ეროვნული ნაკრების 1 ოფიციალურ მატჩზე დაპატიჟეს, რომელიც 5 სექტემბერს დინამო არენაზე, ავსტრიის წინააღმდეგ გაიმართება.







სფფ-ის პრესსამსახური