სიახლეები

რეგიონთა თასი ჩელე არენაზე

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

30 ივნისს, ქობულეთში " ჩელე არენაზე" რეგიონთა თასის 1/8 ფინალის მატჩი გაიმართა. შეხვედრაში აჭარის 13-წლამდელთა ნაკრები გურიის 13-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი აჭარლების გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაესწრნენ.
"რეგიონთა თასი" წელს პირველად ტარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 16 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის მთავარი მიზანი რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა.







სფფ-ის პრესსამსახური