სიახლეები

კოკა-კოლას თასი 2016 დასრულდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
29 ივნისს, კვარიათში „კოკა-კოლას თასი 2016"-ის ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის 130-ე და მე-12 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისის 130-ე საჯარო სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ფინალამდე, მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლა და ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა შეხვდნენ. ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლამ მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ფინალისტები და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, კოკა-კოლას გენერალურმა დირექტორმა თემურ ჭყონიამ, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირმა სტარტი 7 მაისს აიღო და მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლის 10000-მა მოსწავლემ მიიღო. რეგიონების გამარჯვებულები - ვაჟთა 20 გუნდი და გოგონათა 12 გუნდი ფინალურ ეტაპზე კვარიათში გაემგზავრნენ.









სფფ-ის პრესსამსახური