სიახლეები

კოკა-კოლას თასი 2016-ის ფინალი კვარიათში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

29 ივნისს, კვარიათში „კოკა-კოლას თასი 2016"-ის ფინალი გაიმართება. გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 19:15 წუთზე დაიწყება ერთმანეთს თბილისის 130-ე და მე-12 საჯარო სკოლები დაუპირისპირდებიან. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრება.

ფინალამდე, 18:00 საათზე, მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლა და ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა შეხვდებიან. 

სფფ-ის პრესსამსახური