სიახლეები

ჭაბუკთა ლიგა 00/01 - თბილისის დინამო ჩემპიონია

გაუზიარე

25 ივნისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2000/01 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა ჭაბუკთა ლიგის ფინალი გაიმართა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი, დინამოელებმა 3-2 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ მათმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სამი პენალტი მოიგერია.  

ამავე დღეს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ბრინჯაოს მედლებისთვის ერთმანეთს „სამტრედია“ და „ზუგდიდი“ გაეჯიბრნენ. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, პენალტებში კი, სამტრედიელებმა მეტოქე 9-8 დაამარცხეს.

სფფ-ის პრესსამსახური