25 ივნისს, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურის 2 გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა.
მოგებების სერიას განაგრძობს ქუთაისის „მართვე“. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლანჩხუთს ესტუმრა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისელებმა მატჩი 3-0 მოიგეს, დუბლი გორგაძის ანგარიშზეა, ერთი გოლი კი, გურგენიძემ გაიტანა.
მეორე შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „35-ე სკოლა“ და ლაგოდეხის „ჰერეთი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. ორი გოლი ბაქრაძემ გაიტანა, ერთი კი, სუხაშვილმა.
პირველი წრის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატს 15 ქულით ქუთაისის „მართვე“ ლიდერობს. ბომბარდირთა დავასაც სათავეში „მართვეს“ მოთამაშე ლანა გორგაძე უდგას (9 გოლი)
სატურნირო ცხრილი პირველი წრის შემდეგ იხილეთ ბმულზე
ქსკ ლანჩხუთი - ქსკ მართვე 0-3
ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“ სათადარიგო
ქსკ ლანჩხუთი: ურუშაძე, გუჯაბიძე, კალანდაძე, ჩხარტიშვილი, ხუხუნაიშვილი, ალელიშვილი, გოგეშვილი (34’ კვაჭაძე), საღარაძე, თავდიშვილი (64’ ჯიჯეიშვილი), ნარსია, ა. რომანჩუკი
მთ. მწვრთნელი: კახა ურუშაძე
ქსკ მართვე: შონია, სტურუა, შახკულიანი, შენგელია, ჭაუტიძე, ჯანელიძე, გორგაძე, ხაბურზანია, გასვიანი, გურგენიძე, ა. სინატაშვილი
მთ. მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი
მსაჯები: კოტე გიორგაძე, ნიკოლოზ კუცია, ბეჟან ჩიგოგიძე
გაფრთხილება: 87’ ხუხუნაიშვილი (ქსკ ლანჩხუთი), 89’ შახკულიანი (ქსკ მართვე)
გოლები: 0-1 გორგაძე (28), 0-2 გორგაძე (34), 0-3 გურგენიძე (59)
ქსკ 35-ე სკოლა - ქსკ ჰერეთი 0-3
თბილისი, 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონი
ქსკ 35-ე სკოლა: ზაალიშვილი (50’ საბიაშვილი), თევდორაძე (67’ ხარაიშვილი), რაუხი, სხირტლაძე, ხუბულური, ჯანიკაშვილი, დიმოპულო (71’ ჯავოიანი), ეპიტაშვილი, კენჭოშვილი (71’ მინაძე), დანელია, ზაქაიძე (54’ ბოლქვაძე)
მთ. მწვრთნელი: გურამ კანდალია
ქსკ ჰერეთი: ნადირაშვილი, გასიევა, ბაქრაძე, ნაკვეთაური, ქადაგიშვილი, კევლიშვილი, ყარალაშვილი, ხუნაშვილი, ბიგვავა, სუხაშვილი, სხირტლაძე
მთ. მწვრთნელი: სულხან სულხანიშვილი
მსაჯები: ირაკლი სიგუა, ქეთევან გაიპარაშვილი, ხათუნა მაისურაძე
გოლები: 0-1 ბაქრაძე (36), 0-2 ბაქრაძე (50), 0-3 სუხაშვილი (52)
სფფ-ის პრესსამსახური
ქალთა ნაკრები
გაუზიარე