სიახლეები

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

სფფ
გაუზიარე
24 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები სპორტული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ლევან კობიაშვილმა, დავით მუჯირმა, კახა ჭუმბურიძემ, ალექსანდრე იაშვილმა და ნიკოლოზ ჯღარკავამ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს, განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს და მედიის წარმომადგენლებს სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.







სფფ-ის პრესსამსახური