სიახლეები

ჭაბუკთა ლიგის ფინალები

გაუზიარე

25-26 ივნისს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგის ფინალები გაიმართება.

25 ივნისს, 2000/01 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა ფინალი ჩატარდება. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ბრინჯაოს მედლებისთვის ერთმანეთს „სამტრედია“ და „ზუგდიდი“ გაეჯიბრებიან. აღნიშნულ შეხვედრაც 18:00 საათზე დაიწყება.

26 ივნისს, ფინალი 1998/99 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს შორის გაიმართება. ფინალურ მატჩს ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს. ოქროს მედლებისთვის ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. მესამე ადგილისთვის „სამტრედია“ და თბილისის „ლოკომოტივი“ ითამაშებენ. შეხვედრა მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ჩატარდება. ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური