23 ივნისს კვარიათში „კოკა-კოლას თასი 2016-ის“ გოგონათა ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა და რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, ქუთაისლებმა 2-0 იმარჯვეს.
ამავე დღეს გაიმართა მატჩი მესამე ადგილისათვის. ბრინჯაოს მედლებისთვის ერთმანეთს აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლა და ხაშურის მე-6 საჯარო სკოლა გაეჯიბრნენ. მატჩის ძირითადი დრო ამჯერადაც ფრედ 0-0 დასრულდა, პენალტებში კი, მე-10 სკოლამ 2-1 მოიგო.
გამარჯვებული გუნდები საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო სორდიამ და მასობრივი ფეხბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ახვლედიანმა დააჯილდოვეს.
სფფ-ის პრესსამსახური
მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე