სიახლეები

კოკა-კოლას თასის ფინალი კვარიათში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

20-29 ივნისს კვარიათში „კოკა-კოლას თასი 2016-ის“ ფინალური ეტაპი გაიმართება. გათამაშებამ სტარტი 7 მაისს აიღო და მასში მონაწილეობა ქვეყნის 79 რაიონის 1000-ზე მეტი სკოლის 10000-მა მოსწავლემ მიიღო. ფინალურ ეტაპზე რეგიონების გამარჯვებული - ვაჟთა 20 გუნდი და გოგონათა 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 

ფინალური ეტაპის მონაწილე ვაჟთა 20 გუნდი: 

1. თბილისის #23 საჯარო სკოლა
2. ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა
3. წმ. ნინოს სამრევლო სკოლა
4. აფხაზეთის #15 საჯარო სკოლა
5. ქუთაისის #31 საჯარო სკოლა
6. კვახჭირის საჯარო სკოლა
7. თბილისის #165 საჯარო სკოლა
8. თბილისის #12 საჯარო სკოლა
9. თბილისის #146 საჯარო სკოლა
10. ლაგოდეხის #1 საჯარო სკოლა
11. რუსთავის #4 საჯარო სკოლა
12. მცხეთის #2 საჯარო სკოლა
13. ძველი აბაშის საჯარო სკოლა
14. ქობულეთის #2 საჯარო სკოლა
15. ახალციხის #5 საჯარო სკოლა
16. ს. სასირეთის საჯარო სკოლა
17. ქვ. ცაგერის საჯარო სკოლა
18. მესტიის #2 საჯარო სკოლა
19. თბილისის #130 საჯარო სკოლა
20. ტირძნისის საჯარო სკოლა

ფინალური ეტაპის მონაწილე გოგონათა 12 გუნდი:

1. აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა
2. შრომისუბნის საჯარო სკოლა
3. ქუთაისის #37 საჯარო სკოლა
4. ბათუმის #22 საჯარო სკოლა
5. ხაშურის #6 საჯარო სკოლა
6. ზემო ალვანის #1 საჯარო სკოლა
7. რუსთავის #15 საჯარო სკოლა
8. მუხრანის #1 საჯარო სკოლა
9. რუხის საჯარო სკოლა
10. ახალციხის #5 საჯარო სკოლა
11. თბილისის #158 საჯარო სკოლა
12. ს. შინდისის საჯარო სკოლა

„კოკა-კოლის თასი 2016“-ის ფინალი გოგონათა შორის კვარიათში 23 ივნისს გაიმართება, 29 ივნისს კი ვაჟთა შორის თასის მფლობელი გამოვლინდება.

სფფ-ის პრესსამსახური