სიახლეები

ქალთა ლიგა - V ტური

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

19 ივნისს საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა.

გათამაშების ლიდერმა, ქუთაისის „მართვემ“ თბილისის „35-ე სკოლას“ უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა მეტოქე. მასპინძელთა მხრიდან დუბლით გორგაძე გამოირჩა, ერთი გოლი კი, შენგელიას ანგარიშზეა. თბილისელებმა მეტოქეს ხარაიშვილის გოლით უპასუხეს.

ქსკ „აჭარამ“ „ლანჩხუთს“ უმასპინძლა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა. აჭარლებმა ფრედ 1-1 ითამაშეს. ტურის ბოლო შეხვედრა ლაგოდეხში გაიმართა, „ჰერეთმა“ მეორე ადგილოსან ხაშურის „ივერიას“ უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა.

ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური 6 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი, 25 ივნისს მე-4 ტურის 2 გამოტოვებული შეხვედრა, „ლანჩხუთი“ - „მართვე“ და 35-ე სკოლა“ - ჰერეთი“  ჩატარდება.


ქსკ მართვე - ქსკ 35-ე სკოლა 3-1

წყალტუბო, 26 მაისის სახელობის სტადიონი

ქსკ მართვე: ვაშაყმაძე, სტურუა, ჭაუტიძე, შახკულიანი, გასვიანი, ჯანელიძე, გურგენიძე (57’ შონია), ხაბურზანია, ა. სინატაშვილი, შენგელია, გორგაძე

მთ. მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

35-ე სკოლა: ზაალიშვილი (53’ საბიაშვილი), ხუბულური, ჯანიკაშვილი, თევდორაძე, რაუხი, სხირტლაძე, ზაქაიძე, კენჭოშვილი (58’ ხარაიშვილი), დანელია, ჯავოიანი (46’ დიმოპულო), ეპიტაშვილი (16’ კულდონაშვილი)

მთ. მწვრთნელი: გურამ კანდალია

მსაჯები: თორნიკე ხუბულური, შოთა კავსაძე, ერიკ მერაბიანი

გაფრთხილება: 60’ დანელია (ქსკ 35-ე სკოლა), 60’ შენგელია (ქსკ მართვე), 65’ ხუბულური, 71’ სხირტლაძე (ორივე ქსკ 35-ე სკოლა), 84’ შახკულიანი (ქსკ მართვე)

გოლები: 1-0 გორგაძე (34), 2-0 შენგელია (50), 2-1 ხარაიშვილი (59), 3-1 გორგაძე (75)


ქსკ აჭარა - ქსკ ლანჩხუთი 1-1

ჩაისუბანი, საფეხბურთო სკოლა „ბაკურის“ ბაზა

ქსკ აჭარა: ყურაშვლი, ლ. ანთაძე, რიჟამაძე, დ. ანთაძე, აბაშიძე (77’ ბუთხუძე), ს. ანთაძე, ბაჯელიძე, ართმელაძე (39’ ძნელაძე), თავართქილაძე (27’ ხავთასი), სალუქვაძე, კახიძე, ჩხარტიშვილი

მთ. მწვრთნელი: ჯუმბერ ბერიძე

ქსკ ლანჩხუთი: გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, შურღაია, ალელიშვილი, ჯიჯეიშვილი, თავდიშვილი, რომანჩუკი, კალანდაძე, გოგეშვილი, საღარაძე

მთ. მწვრთნელი: კახა ურუშაძე

მსაჯები: პაპუნა მაჭარაძე, არჩილ კოკაია, ხათუნა მაისურაძე

გაფრთხილება: 32’ საღარაძე (ქსკ ლანჩხუთი), 40’ ყურაშვილი, 53’ ლ. ანთაძე, 75’ რიჟამაძე (სამივე ქსკ აჭარა)  

გოლები: 0-1 ალელიშვილი (5), 1-1 სალუქვაძე (31)


ქსკ ჰერეთი - ქსკ ივერია 0-2


ლაგოდეხი, ცენტრალური სტადიონი

ქსკ ჰერეთი: ნადირაშვილი, გასიევა, სუხაშვილი (51' სხირტლაძე), კევლიშვილი, ხუნაშვილი (69' ბარბაქაძე), ნაკვეთაური, ქადაგიშვილი, ბიგვავა, ბაქრაძე, კედელაშვილი, ყარალაშვილი

მთ. მწვრთნელი: სულხან სულხანიშვილი

ქსკ ივერია: გონგლაძე, ნ. გელაშვილი (68' კულუმბეგოვი), ს. გელაშვილი, გორგაძე, ტაბატაძე (68' დოიჯაშვილი), გვილია, ხიმშიაშვილი, ტურუნაშვილი, ჭუჭულაშვილი, ნასყიდაშვილი, ლომიძე

მთ. მწვრთნელი: თემურ კობერიძე

მსაჯები: მანუჩარ კიკორია, ზურაბ ტაბაღუა, ქეთევან გაიპარაშვილი

გაფრთხილება: 18' ტაბატაძე (ქსკ ივერია), 62' კევლიშვილი (ქსკ ჰერეთი)

გოლები: 0-1 ხიმშიაშვილი (9), 0-2 ჭუჭულაშვილი (58)

სფფ-ის პრესსამსახური