სიახლეები

„კოკა-კოლას თასი 2016“ ზემო ნიქოზში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
12 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში „კოკა-კოლას თასი 2016“-ის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ჩემპიონატის ამ ეტაპზე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან გოგონათა და ვაჟთა 12 გუნდი მონაწილეობდა. გოგონათა ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შინდისისა და დიცის სკოლები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სოფელ შინდისის საჯარო სკოლის გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

ვაჟთა შორის ფინალური დაპირისპირება ტირძნისისა და დიცის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა. ტირძნისის გუნდმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი
ესწრებოდა. მან გუნდებს გამარჯვება მიულოცა და ტურნირის მონაწილეებს საჩუქრები გადასცა.

ტირძნისისა და შინდისის გუნდები კვარიათში გაემგზავრებიან, სადაც სხვა რეგიონების გამარჯვებულ თანატოლებთან ერთად ფინალურ შეხვედრაში ჩაერთვებიან. თასის მფლობელის ვინაობა სწორედ კვარიათში გაირკვევა.




სფფ-ის პრესსამსახური