11 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გოგონათა შორის „კოკა-კოლას თასი 2016“-ის თბილისის ფინალი გაიმართა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის 158-ე და 149-ე სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი 158-ე სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
გამარჯვებული გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და უეფასა და ფიფას ქალთა ფეხბურთის კოორდინატორმა პრისცილა სალაზარ-იანსენსმა დააჯილდოვეს.
მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გოგონათა 12 გუნდი 20 ივნისს კვარიათში გაემგზავრება, სადაც ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი გაიმართება.
სფფ-ის პრესსამსახური
მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე