სიახლეები

ნოდარ ახალკაცის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ფინალი

სფფ
გაუზიარე

9 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ნოდარ ახალკაცის სახელობის მეცხრე საერთაშორისო ფესტივალის ფინალი გაიმართება.

პირველი ფინალური შეხვედრა 2005 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის გაიმართება. მატჩი 17:30 წუთზე დაიწყება, ერთმანეთს დინამოს აკადემია და ხაშურის ივერია დაუპირისპირდებიან. მეორე მატჩი 18:30 წუთზე დაიწყება და დინამოს აკადემიის მეტოქე ამჯერად საბურთალო იქნება.

ფინალურ დაპირისპირებებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრება.

სფფ-ის პრესსამსახური