9 ივნისს, 15:00 სთ-ზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი ზაალ ჩიტალაძე დაესწრებიან. საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალური შეხვედრა 10 ივნისს, 18:00 საათზე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თსუ და სტუ-თელასი დაუპირისპირდებიან.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ფინალის მონაწილე გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები მედიისთვის წინა სამატჩო კომენტარებს გააკეთებენ.
ფუტსალი
გაუზიარე