სიახლეები

ესპანეთი - საქართველო პირველ არხზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
22:45 წუთზე მადრიდის „კოლიზეუმ ალფონსო პერესზე“ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრას ისლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

დღევანდელ დაპირისპირებაში ჯვაროსნებს ალექსანდრე ამისულაშვილი უკაპიტნებს. ესპანეთთან მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს ლევან მჭედლიძე.

ესპანეთი: დე ხეა, პიკე, სერხიო ბუსკეცი, ლუკას ვასკესი, ფაბრეგასი, ტიაგო, სერხიო რამოს, ხუანფრანი, ჟორდი ალბა, ადურისი, ნოლიტო

სათადარიგო: კასილასი, სერხიო პიკო, ასპილიკუეტა, ბარტრა, ინიესტა, მორატა, კოკე, პედრო, ბელერინი, სან ხოსე, ბრუნო, სილვა

მთ. მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია, ყაზაიშვილი, დვალიშვილი, ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი

სათადარიგო: კვასხვაძე, მაკარიძე, კვეკვესკირი, ჭანტურია, ქვილითაია, კაკაბაძე, ცისკარიძე, ჭანტურიშვილი, ყენია, კობახიძე, დვალი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი


სფფ-ის პრესსამსახური