სიახლეები

საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ევროპის მოქმედ ჩემპიონს მადრიდში შეხვდება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ესპანეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში "ხეტაფეს"ალფონსო პერესის სტადიონზე ჩაატარა.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხა.
ესპანეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს სავარაუდოდ ლევან მჭედლიძე ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა რუმინეთთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ის ესპანეთთან თამაშს. დღევანდელი მატჩით საქართველოს ნაკრების 15 დღიანი საწვრთნელი შეკრება სრულდება. მომდევნო თამაში კი ეროვნულ გუნდს 5 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, თბილისში, ავსტრიასთან ელოდება.
დღეს, თბილისის დროით 22.45 წუთზე ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებას "ხეტაფეს" სტადიონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
"ესპანეთის დონის გუნდთან თამაში ნებისმიერი ქვეყნისთვის დღესასწაული უნდა იყოს: ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის. ჩვენ შევეცდებით ვიყოთ ღირსეული კონკურენტები და ვითამაშოთ უკეთ, ვიდრე ბოლო ორი ამხანაგური თამაში. ჩვენ ვხვდებით მსოფლიოს უძლიერეს გუნდს და მნიშვნელოვანია, გააზრებულად ვითამაშოთ. საქართველოს ნაკრებში უკვე ორი თვეა რაც ვმუშაობთ, გვინდა, გავაკეთოთ ახალი კარგი გუნდი და ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ წინ. ეს მარტივი არ არის, ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო". - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
„ყველა თამაშში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების მაისურით დიდი პატივია და ამასთან დიდი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება წინა ორ თამაშს, არ იყო სასურველი არც შედეგი და არც თამაშის ხარისხი. ბიჭები მონდომებულები ვართ,რომ გამოვასწოროთ თამაშის ხარისხიც და შედეგიც და მოვახდინოთ რეაბილიტაცია მაყურებლის თვალში"- გიორგი აბურჯანია.
"სლოვაკეთთან თამაშში მონაწილეობა ვერ მივიღე, რადგან კლუბის თამაშები მქონდა და გუნდს გვიან შევუერთდი. რაც შეეხება რუმინეთთან მატჩს - ვარჯიშზე ტრავმა მივიღე და ვერ შევძელი თამაში.ორი ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით…

ახლა, ჩემი აზრით, მსოფლიოში ნომერ პირველ ნაკრებს ვეთამაშებით,. ძალიან ცუდი განწყობაასაქართველოში, შეიძლება ვერც შევედაოთ ამაში,მაგრამ არაფერი გვაქვს დასაკარგი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ,რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და ხალხი ჩვენსკენ შემოვაბრუნოთ". - გიორგი ჭანტურია



სფფ-ის პრესსამსახური