სიახლეები

U18 საქართველო - უკრაინა 2-1

გაუზიარე

4 ივნისს, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა უკრაინის 18-წლამდე ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს, 78-ე წუთზე მცველების შეცდომით ლიედნიევმა ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია. ჩვენმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა, 81-ე წუთზე შორეული საჯარიმო დარტყმით თავი გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა. ჯვაროსნებმა გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე გაიტანეს, სწრაფი კონტრშეტევა თემურ ჩოგაძემ დააგვირგვინა.

საქართველო  U18 - უკრაინა U18 2-1

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო U18: გუგეშაშვილი, ბულუხაძე (81’ კიკალიშვილი), ლოჩოშვილი (კ), ხუბაშვილი (81’ ქაფიანიძე), ფიფია (61’ ლაკვეხელიანი), ქოჩორაშვილი (72’ კობოური), ნინუა (81’ კუცია), ფოჩხუა (72’ ჩაკვეტაძე), არდაზიშვილი (61’ ჩოგაძე), კვანტალიანი (72’ კოხრეიძე), ქავთარაძე (81’ ერგემლიძე)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

უკრაინა U18: ბილიკი, ველიჩენკო, მატვეიენკო, სჩასტლივცევი, ბონდარი (71’ ჰუდზი), სერედა (71’ ზავინსკი), სმირნი (46’ ჩებერკო), ალიბეკოვი (71’ ტოპალოვი), ვანტუხი (62’ ლუნიოვი), ფხაკაძე (კ) (84’ კოროხოვი), ლიედნიევი

მთ. მწვრთნელი: ვოლოდიმირ ციტკინი

მსაჯები: ირაკლი კვირიკაშვილი, ალეკო აფციაური, დავით ახვლედიანი, არსენ ნონიკაშვილი (სათადარიგო)

გაფრთხილება: 56’ ფოჩხუა, 80' მატვეიენკო

გოლები: 0-1 ლიედნიევი (78), 1-1 კოხრეიძე (81), 2-1 ჩოგაძე (86)



სფფ-ის პრესსამსახური