სიახლეები

რუმინეთი - საქართველო პირველ არხზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
22:00 საათზე ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრას პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

დღევანდელ დაპირისპირებაში ჯვაროსნებს ალექსანდრე ამისულაშვილი უკაპიტნებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯაბა კანკავა ვერც დღევანდელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და გუნდს ვერც ესპანეთში დაეხმარება. რუმინეთთან მატჩს
ტრავმის გამო გამოტოვებს გიორგი ჭანტურიაც, მაგრამ იგი გუნდთან ერთად ესპანეთში გაემგზავრება.

რუმინეთი: 12. ტატარაშანუ, 3. რაცი (კ), 4. მოტი, 5. ჰობანი, 8. პინტილი, 10. სტანჩიუ, 14. ანდონე, 19. ბ. სტანკუ, 20. პოპა, 21. გრიგორე, 22. სეპუნარუ

სათადარიგოები: 1. პანტილიმონი, 23. ლუნგი, 2. მატელი,
6. კირიკეში, 7. კიპჩიუ, 9. ალიბეკი, 11. ტორჟე, 13. კეშერუ, 15. გამანი, 16. ფილიპი, 17. სანმარტეანი, 18. პრეპელიტა

მთ. მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ

საქართველო:
12. კვასხვაძე, 2. ლობჟანიძე, 3. კვერკველია, 4. კაშია, 5. ამისულაშვილი (კ), 7. აბურჯანია, 8. ყაზაიშვილი, 9. დვალიშვილი, 10. ოქრიაშვილი, 21. დვალი, 22. ნავალოვსკი

სათადარიგოები: 1. რევიშვილი, 13. მაკარიძე, 6. კვეკვესკირი, 11. ქვილითაია, 15. კაკაბაძე, 16. ცისკარიძე, 17. ჭანტურიშვილი, 18. ყენია, 19. კობახიძე, 20. ჯიღაური, 23. მჭედლიძე

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი


სფფ-ის პრესსამსახური