სიახლეები

U18 საქართველო - უკრაინა 0-1

გაუზიარე

2 ივნისს საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. „მიხეილ მესხზე“ გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უკრაინელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე თავური დარტყმით ვადიმ სჩასტლივცევმა გაიტანა.

ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი 4 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.


საქართველო U18 - უკრაინა U18 0-1

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო U18: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (74 ხაბეიშვილი), ლოჩოშვილი (კ), კობოური (74’ ბულუხაძე), ხუბაშვილი, ლაკვეხელიანი (78’ ქავთარაძე), სამურკასოვი (46’ ქოჩორაშვილი), საღრიშვილი, არდაზიშვილი (65’ კვანტალიანი), კოხრეიძე (65’ ფოჩხუა), ჩოგაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

უკრაინა U18: შევჩუკი, ველიჩენკო, მატვიეიენკო, სჩასტლივცევი, ჰუდზი, ლუნოვი (58’ კოროხოვი), სმირნი (კ) (69’ ზავინსკი), ჩებერკო (46’ ალიბეკოვი), სერედა (58’ ბონდარი), ტოპალოვი (46’ ფხაკაძე), ლიედნიევი (80’ დუბინჩაკი)

მთ. მწვრთნელი: ვოლოდიმირ ციტკინი

მსაჯები:
გოგა კიკაჩეიშვილი, დავით გაბისონია, გიორგი ელიკაშვილი, დავით ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

გაფრთხილება: 27’ სამურკასოვი, 52’ სერედა, 91' კოროხოვი

გაძევება: 51’ ჰუდზი

გოლი: 0-1
სჩასტლივცევი (45)




სფფ-ის პრესსამსახური