სიახლეები

ახალგაზრდული ნაკრების ბოლო ვარჯიში რიმნერსვალენზე

გაუზიარე
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა შვედეთთან 3 ივნისს დაგეგმილი ევროშესარჩევი მატჩის წინ. გია გეგუჩაძემ გუნდი ქალაქ უდევალას სტადიონ "რიმნერსვალენზე" თბილისის დროით 19 საათზე გაიყვანა.ვარჯიშმა საათზე მეტხანს გასტანა და ძირითადად წინასწარ შეგულებული რამდენიმე სქემის დამუშავებას დაეთმო. გუნდში კარგი განწყობაა და თვრამეტივე ფეხბურთელი მზად არის ხვალინდელი მატჩისთვის.

თამაშს ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მარკუს ჰამეტერი (არბიტრი), როლანდ რიდელი (ასისტენტი), როლანდ ბრაუნშმიდტი (ასისტენტი), ჯულიან ვაინბერგერი (სათადარიგო).

შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება და მასპინძელთა განცხადებით, 3-ათასიანი ტრიბუნა გაივსება.



სფფ-ის პრესსამსახური