სიახლეები

მართვე ერთპიროვნული ლიდერია

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

28 მაისს საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ქუთაისში ერთმანეთს გათამაშების ლიდერები, ადგილობრივი „მართვე“ და ხაშურის „ივერია“ დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4-1 დასრულდა. მართვესმხრიდან ორ-ორი გოლით გორგაძე და გურგენიძე გამოირჩნენ, რასაც სტუმართა მხრიდან ჭუჭულაშვილმა უპასუხა. ამ გამარჯვებით ქუთაისის „მართვე“ ქალთა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრები 11 ივნისს გაიმართება.

ქსკ მართვე – ქსკ ივერია 4-1

ქუთაისი, „ტორპედოს“ ბაზა

ქსკ მართვე: ვაშაყმაძე, სტურუა, ჭუტიძე, შახკულიანი, გასვიანი, ჯანელიძე, გორგაძე, გურგენიძე, შონია, სინატაშვილი (75’ დვალიშვილი), შენგელია (75’ ცაავა)

მთ. მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

ქსკ ივერია: გონგლაძე, ნ. გელაშვილი, ს. გელაშვილი, გორგაძე, ტაბატაძე, გვილია (46’ ტურუნაშვილი), ხიმშიაშვილი, ჭუჭულაშვილი, ნასყიდაშვილი, ლომიძე

მთ. მწვრთნელი: თემურ კობერიძე

მსაჯები: მანუჩარ კიკორია, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი

გაფრთხილება: 4’ ტაბატაძე (ქსკ ივერია), 43’ გასვიანი, 53’ ჯანელიძე, 81’ სტურუა (სამივე ქსკ მართვე), 84’ ტურუნაშვილი (ქსკ ივერია)

გოლები: 1:0 გორგაძე (5, პენ) , 2 :0 გურგენიძე (50), 3 :0 გურგენიძე (58), 3:1 ჭუჭულაშვილი (82), 4:1 გორგაძე (90)


სფფ-ის პრესსამსახური