27 მაისს, ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ჯვაროსანთა მეტოქე სლოვაკეთი გახლდათ. ველსის „რენერ არენაზე“ გამართული შეხვედრა სლოვაკი ფეხბურთელების გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ჩვენი მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი 71-ე წუთზე ლევან ყენია გახდა.
ვლადიმერ ვაისის შეგირდები შეკრებას ავსტრიაში გააგრძელებენ, 1 ივნისს რუმინეთში გაემგზავრებიან და 3 ივნისს ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველო - სლოვაკეთი 1-3
ველსი, „რენერ არენა“
საქართველო: რევიშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი (78’ ჯიღაური), ოქრიაშვილი, ჭანტურიშვილი (46’ ყენია), კობახიძე (46’ ამისულაშვილი), ნავალოვსკი (66’ დვალი), მჭედლიძე (46’ ქვილითაია)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
სლოვაკეთი: მუხა (63’ ნოვოტა), დიომბერი, სალატა, შკრინიარი, ტესაკი, პეჩოვსკი, საბო (66’ შესტაკი), ბერო (79’ ჰროშოვსკი), გრეგუში (87’ შვენტო), ზრელიაკი, ნემეცი (70’ დურიში)
მთ. მწვრთნელი: იან კოზაკი
მსაჯები: ოლივერ დრახტა, როლანდ ბრანდერი, შტეფან კიური, ალექსანდერ ჰარკამი
გოლები: 0-1 ნემეცი (5), 0-2 ნემეცი (57), 0-3 ზრელიაკი (70), 1-3 ყენია (71)
სფფ-ის პრესსამსახური
ეროვნული ნაკრები
გაუზიარე