სიახლეები

საქართველო - სლოვაკეთი მეორე არხზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
19:30 წუთზე ველსში „რენერ არენაზე“ საქართველოსა და სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩი დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრას ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

დღევანდელ მატჩში ჯვაროსნებს გურამ კაშია უკაპიტნებს. ავსტრიული შეკრების პირველი ამხანაგური შეხვედრისთვის ჯაბა კანკავა სრული დატვირთვით ემზადებოდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მწვრთნელთა გადაწყვეტილებით კანკავა დღევანდელ დაპირისპირებას გამოტოვებს.


საქართველო:
რევიშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ჭანტურიშვილი, კობახიძე, ნავალოვსკი, მჭედლიძე

სათადარიგოები: კვასხვაძე, მაკარიძე, ამისულაშვილი, ქვილითაია, ცისკარიძე, ყენია, ჯიღაური, დვალი

სლოვაკეთი: მუჩა, გიომბერი, სალატა, სკრინიარი, ტესაკი, პეცოვსკი, საბო, ბერო, გრეგუსი, ზრელეკი, ნემეცი

სათადარიგოები: ნოვოტა, პეკარიკი, სვენტო, სესტაკი, ჰროსოვსკი, დურისი


სფფ-ის პრესსამსახური