24 მაისს საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.
„აჭარამ“ ლაგოდეხის „ჰერეთს“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში 3-4 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან დუბლი ბაქრაძემ შეასრულა, თითო გოლი კი, ნაკვეთაურისა და სუხაშვილის ანგარიშზეა. აჭარლებმა მეტოქეს კახიძის დუბლითა და სალუქვაძის გოლით უპასუხეს.
ფრედ დასრულდა ლანჩხუთში გამართული შეხვედრა. ადგილობრივმა ქალთა საფეხბურთო კლუბმა თბილისის „35-ე სკოლას“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ფრედ 2-2 ითამაშა.
მე-3 ტურის დარჩენილი შეხვედრა ქუთაისის „მართვესა“ და ხაშურის „ივერიას“ შორის 28 მაისს გაიმართება.
ქსკ ლანჩხუთი - ქსკ 35-ე სკოლა 2-2
ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“ სათადარიგო
ქსკ ლანჩხუთი: ურუშაძე, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, ხუხუნაიშვილი, ალელიშვილი, თავდიშვილი, რომანჩუკი, გოგეშვილი (63’ საღარაძე), ნარსია, წოწერია (57’ ჯიჯიეშვილი), შურღაია
მთ. მწვრთნელი: კახა ურუშაძე
ქსკ 35-ე სკოლა: ზაალიშვილი, ხუბულური, ჯანიკაშვილი, ზაქაიძე, თევდორაძე, კულდონაშვილი, დანელია, დიმოპულო, ჯავოიანი (68’ ხარაიშვილი), კენჭოშვილი, ეპიტაშვილი
მთ. მწვრთნელი: ანატოლი კანდალია
მსაჯები: ა. მესხი, მ. ჭკადუა, გ. ქირია
გოლები: 1-0 თავდიშვილი (17), 1-1 ჩხარტიშვილი (ა.გ) (31), 1-2 კულდონაშვილი (60), 2-2 რომანჩუკი (90)
ქსკ აჭარა - ქსკ ჰერეთი 3-4
ჩაისუბანი, საფეხბურთო სკოლა "ბაკურის" ბაზა
ქსკ აჭარა: ყურაშვილი, ლ. ანთაძე, დ. ანთაძე, რიჟამაძე, ბაჯელიძე, აბაშიძე (69' გოხიძე), დოლიძე, შაქარიშვილი (27' ართმელაძე), ს. ანთაძე (87' ჯიბლაძე), კახიძე, სალუქვაძე
მთ. მწვრთნელი: ჯუმბერ ბერიძე
ქსკ ჰერეთი: ნადირაშვილი, გასიევა, ნაკვეთაური, ქადაგიშვილი, კევლიშვილი, ბაქრაძე, სუხაშვილი, ბიგვავა, ხუნაშვილი, ყარალაშვილი, ციცვიძე
მთ. მწვრთნელი: სულხან სულხანიშვილი
მსაჯები: ხ. მესხი, ზ. გურგენიძე, ზ. ბარამია
გაფრთხილება: 19' კახიძე, 50' აბაშიძე (ორივე ქსკ აჭარა), 56' ბაქრაძე (ქსკ ჰერეთი), 60' დ. ანთაძე (ქსკ აჭარა)
გოლები: 0-1 სუხაშვილი (20), 1-1 სალუქვაძე (38), 2-1 კახიძე (55), 2-2 ბაქრაძე (58), 2-3 ბაქრაძე (77), 2-4 ნაკვეთაური (85), 3-4 კახიძე (90)
სფფ-ს პრესსამსახური
ქალთა ნაკრები
გაუზიარე