სიახლეები

სფფ-ს და კოკა-კოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

სფფ
გაუზიარე

25 მაისს, 13:30 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ცერემონიას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაესწრება. 

ამავე დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით „კოკა-კოლას თასი 2016“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრები გაიმართება.

სფფ-ს პრესსამსახური