სიახლეები

უმაღლესი ლიგა - 30-ე ტური

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

22 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დასკვნითი, 30-ე ტურის, მატჩები გაიმართება. ლიგიდან გავარდნის საფრთხე ხუთ გუნდს ემუქრება და შესაბამისად ყველაზე საინტერესო და დაძაბული სწორედ ამ გუნდების მატჩები იქნება.

ცენტრალურ დაპირისპირებას გორი უმასპინძლებს, ადგილობრივი „დილა“ „ზუგდიდს“ მიიღებს. ზუგდიდელთა მთავარი კონკურენტი მარტვილის „მერანი“ ქობულეთში ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. სტუმრად ითამაშებს თერჯოლის „საპოვნელაც“, თერჯოლელები საჩხერის „ჩიხურას“ გაეჯიბრებიან. უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე ემუქრებათ ლანჩხუთის „გურიასა“ და თბილისის „ლოკომოტივს“. ბოლო ტურში ლანჩხუთელები „კოლხეთს“ ეთამაშებიან სტუმრად, თბილისელები კი „ცხინვალს“.

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს. ეს მატჩი ერთი ფაქტის გამოა ძალიან მნიშვნელოვანი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი აქტიურ კარიერას სწორედ ამ შეხვედრით დაასრულებს. იაშვილს ეროვნულ გუნდში 67 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი, იგი 15 წლის განმავლობაში იცავდა ქვეყნის უმთავრესი გუნდის ღირსებას.

უმაღლესი ლიგის დარჩენილ ორ შეხვედრაში „სამტრედია“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს, ქუთაისის „ტორპედო“ კი - თბილისის „საბურთალოს“.



ჩიხურა - საპოვნელა

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 17:00

მსაჯები:
ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, ბ. ჟვანია, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)



ცხინვალი - ლოკომოტივი

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 17:00

მსაჯები:
გ. ყრუაშვილი, ზ. ფიფია, ზ. ბერულავა, გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია:
დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი)



კოლხეთი ფ - გურია

ფოთი, "პარკი არენა", 17:00

მსაჯები:
ა.ნონიკაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ა.ჟივიძე, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია:
ნიკიტა პოლულიახი, გიორგი ლემონჯავა (ორივე კოლხეთი ფ), პეტერსონ კაბორე (გურია)



დინამო ბთ - მერანი

ქობულეთი, "ჩელე არენა", 17:00

მსაჯები:
დ.ხარიტონაშვილი, კ.სადილიანი, ი.კაკაბაძე, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია:
ნიკოლოზ საბანაძე, კიჭი მელიავა (ორივე მერანი)



დილა - ზუგდიდი

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 17:00

მსაჯები: ბ.ნინუა, ზ.მენთეშაშვილი, ი.უკლება, ი.კვირიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.დოგრაშვილი (2 დამ.ასისტენტი), გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია:
ირაკლი ქობალია (ზუგდიდი)



დინამო თბ - შუქურა

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00

მსაჯები: გ.ვარდიძე, ა.აფციაური, დ.ახვლედიანი, ჯ.ხორავა (სათადარიგო)



სამტრედია - სიონი

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 17:00

მსაჯები: პ.მაჭარაძე, ა.კოკაია, გ.ელიკაშვილი, ზვ.ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გიორგი ახალაძე (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)



ტორპედო - საბურთალო

ქუთაისი, "რამაზ შენგელია", 17:00

მსაჯები: დ.სანოძე, ზვ.ერქვანია, ფ.ჭაავა, კ.გიორგაძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია:
გაგი მარგველაშვილი (საბურთალო)


სფფ-ს პრესსამსახური