სფფ-ის აკადემიის 14-წლამდე გუნდი მაკედონიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე ბელარუს თანატოლებს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, ბელარუსებმა 3-1 იმარჯვეს. პაატა მეტრეველის გუნდიდან გოლები დვალისა და ტეფნაძის ანგარიშზეა.
14-წლამდე აკადემიის გუნდი: უგრეხელიძე, მარტყოფლიშვილი, ლატარია, შალიკაშვილი, მირზიკაშვილი, ტალახაძე, ჯგუჯგია, გაგნიძე, კვარაცხელია, ჟივიძე, თოხაძე. მთავარი მწვრთნელი: პაატა მეტრეველი
გოლები: დვალი (62), ტეფნაძე (79)
ოთხთა ტურნირის მეორე შეხვედრაში აკადემიის 15-წლამდე გუნდი მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა. გიორგი ნემსაძემ მაკედონიის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ჩიკაშუა, აბზიანიძე, გულხადარაშვილი, ოდიშერიძე, აშორდია, ჩოთალაშვილი, მემარნე, მესიაჩენკო, გაგუა, ქვარაია, გულიაშვილი
სფფ-ის პრესსამსახური