18 მაისს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალი გაიმართა.
ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ბოლნისის „სიონი“ შეხვდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დინამოელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა. თბილისელთა ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ეფექტური მოჭრილი დარტყმით ცხრიანში გადაგზავნა.
დარჩენილ დროში გუნდები ბევრს ეცადნენ, ორივე კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. თბილისის „დინამომ“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი ზედიზედ მეოთხედ, საერთო ჯამში კი, მეცამეტედ მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი, ვახტანგ ჭანტურიშვილი დასახელდა.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ.
დინამო თბ - სიონი 1-0
ქუთაისი, „რამაზ შენგელია“
დინამო თბ: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, იაშვილი (71’ პარუნაშვილი), ქვილითაია (67’ გელაშვილი), კიტეიშვილი, მიკელ ალვარო (83’ ჭელიძე), რენე ფერეირა, ჯაბა ჯიღაური, ჭანტურიშვილი
მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
სიონი: მერლანი, ფოფხაძე (87’ შალამბერიძე), სვანიძე, კილასონია, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, ვასაძე, რაზმაძე, გვალია (72’ ლუის ალბერტო), მანჯგალაძე (83’ მანაგაძე), ტატანაშვილი
მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
მსაჯები: გ.ყრუაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ლ.ვარამიშვილი, გ.ვადაჭკორია (1 დამ.ასისტენტი), გ.კიკაჩეიშვილი (2 დამ.ასისტენტი), ლ.სილაგავა (სათადარიგო)
გაფრთხილება: 19’ სვანიძე (სიონი), 49’ კაკაბაძე, 54’ იაშვილი, 63’ ამისულაშვილი (სამივე დინამო თბ), 65’ გიორბელიძე (სიონი), 90’ გელაშვილი, 90’ ჯიღაური (ორივე დინამო თბ)
გოლი: 1-0 ჭანტურიშვილი (29)
სფფ-ს პრესსამსახური
გაუზიარე