სიახლეები

ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი ბავშვთა სახლებს

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ ერთად საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში, 17 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და მასობრივი ფეხბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ახვლედიანი ქუთაისის კარიტასის ბავშვთა დღის ცენტრსა და ქუთაისის SOS ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

ფედერაციის წარმომადგენლებმა აღსაზრდელებს სპორტული ეკიპირება გადასცეს და საქართველოს თასის ფინალზე მიიწვიეს, რომელიც 18 მაისს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ბავშვები სამატჩო ღონისძიებებშიც აქტიურად ჩაერთვებიან.





სფფ-ს პრესსამსახური