სიახლეები

სფფ-ის აკადემიის გუნდების სადებიუტო მატჩები მაკედონიაში

აკადემია
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდმა მაკედონიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე სადებიუტო მატჩი მოიგო. 14-წლამდე ქართველმა ფეხბურთელებმა მაკედონიელი თანატოლები 3:2 დაამარცხეს. პაატა მეტრეველის გუნდიდან გოლები თოხაძემ, შალიკაშვილმა და გაგნიძემ გაიტანეს.

14-წლამდე აკადემიის გუნდი: კაპანაძე, ტეფნაძე, შალიკაშვილი, ჩინჩალაძე, ვოსკანოვი, ფოცხვერია, ტალახაძე, ჟივიძე, დვალი, თოხაძე, მირზიკაშვილი.

სათადარიგო:  უგრეხელიძე, თოფაძე, ლატარია, მარტყოფლიშვილი, რობაქიძე, სიჭინავა, კვარაცხელია, ჯგუნჯგია, თავზარაშვილი, დარსაველიძე, გაგნიძე.

მთავარი მწვრთნელი: პაატა მეტრეველი

გოლები: თოხაძე (3),  შალიკაშვილი (61), გაგნიძე (80)



ოთხთა ტურნირი მაკედონიაში ორ ასაკობრივ ჯგუფში იმართება. სფფ-ს აკადემიის 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდმა პირველ შეხვედრაში ბელარუსის წინააღმდეგ ითამაშა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი გიორგი ნემსაძის გუნდი 2:4 დამარცხდა.

15-წლამდე აკადემიის გუნდი: ჩიკაშუა, აბზიანიძე, გულხადარაშვილი, ოდიშერიძე, აშორდია, ჩოთალაშვილი, მემარნე, მესიაჩენკო, გაგუა, ქვარაია, გულიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

გოლები:  გულიაშვილი (21), ჩოთარიშვილი (58)

მეორე ტურის მატჩები 18 მაისს გაიმართება

სფფ-ს პრესსამსახური