სიახლეები

ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩისთვის ემზადება [ვიდეო]

ქალთა ნაკრები
გაუზიარე
საქართველოს ქალთა ნაკრები საერთაშორისო ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი თბილისში არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებს დაუპირისპირდება. ამხანაგური მატჩები 17 და 20 მაისს შედგება. 3 ივნისს კი საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის 2017 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს. ოფიციალური მატჩისთვის მოსამზადებელ პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 17 მაისს, 18 საათზე მესხის სტადიონზე ჩაატარებს . შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. უახლოესი მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 19 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩაატარა.

მეკარეები: თამარ ნადირაშვილი (ლაგოდეხის „ჰერეთი“), თეონა სუხაშვილი (ლაგოდეხის „ჰერეთი“), თათია გაბუნია (ქსკ „ლანჩხუთი“)

მცველები: ნათია სხირტლაძე (თბილისის „35 ს.ს“), ანა ზაქაიძე (თბილისის „35 ს.ს“), ნინო სუთიძე („ქონაქი ბელედიესპორი“, თურქეთი), თამარ ტატუაშვილი („სამსუნი“,თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთის „გურია“), ნინო კოჭლამაზაშვილი (გაბალა“, აზერბაიჯანი)

ნახევარმცველები: მარიამ დანელია (თბილისის „35 ს.ს“), მარიამ ბასილაძე („გაბალა“, აზერბაიჯანი), თეონა თოდაძე („სამსუნი“, თურქეთი), ლანა გორგაძე (ქუთაისის „მართვე“), ნინო პასიკაშვილი („ატაშეჰირი ბელიდიესპორი“, თურქეთი), თამარ ქველიძე (კარლსრუე“, გერმანია)

თავდამსხმელები: თამარ კვალიაშვილი (გაბალა“), ხატია ჭყონია (კარადენიზი“, თურქეთი), ანა ჩემინავა (თბილისის „35 ს.ს“), თეონა ბაქრაძე (ლაგოდეხის „ჰერეთი“).





სფფ-ს პრესსამსახური