სიახლეები

ფინალის წინ: ვარჯიშები და პრესკონფერენცია

გაუზიარე
18 მაისს, 19 საათზე ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" შეხვდებიან.

17 მაისს გუნდები წინასაფინალო ვარჯიშებს ჩაატარებენ. 19 საათზე "დინამო" გავა ქუთაისის ცენტრალური სტადიონის მოედანზე, 20 საათზე კი "სიონი" ივარჯიშებს.19:45 საათზე გუნდების მწვრთნელები, იურაი იარაბეკი და არმაზ ჯელაძე მატჩისწინა ერთობლივ პრესკონფერენციას ჩაატარებენ.

სფფ-ს პრესსამსახური