სიახლეები

დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატი ლოკომოტივმა მოიგო

გაუზიარე

15 მაისს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დუბლშემადგენლობათა გათამაშების 29-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თბილისის "ლოკომოტივმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და 4-0 დაამარცხა მეტოქე. ამ გამარჯვებით დედაქალაქელებმა 4 ქულით გაასწრეს უახლოეს მდევარ თბილისის "დინამოს" და გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს ჩემპიონობა.

დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის დასკვნითი, 30-ე ტური 23 მაისს გაიმართება.


ფოტო: www.fcloco.ge

სფფ-ს პრესსამსახური