13 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმაღლესი ლიგის 29-ე ტურის შეხვედრა გაიმართა. თბილისის „ლოკომოტივმა“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და მინიმალური სხვაობით 1-2 დამარცხდა. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ტორპედოელებმა გახსნეს, 45-ე წუთზე ლაზარე კუპატაძის კარი უძლიერესი დარტყმით ბექა ტუღუშმა აიღო. ქუთაისელებმა მეორე ტაიმში სხვაობა გაზარდეს, 56-ე წუთზე 11 მეტრიანი ზუსტად გიორგი კუხიანიძემ შეასრულა. საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე გიორგი ფოფხაძემ დააფიქსირა. ლოკომოტიველთა მცველმა მეტოქის კარის აღება პენალტის ნიშნულიდან მოახერხა.
29-ე ტურის შვიდი მატჩი 14 მაისს გაიმართება.
ლოკომოტივი - ტორპედო 1:2
13 მაისი, „მიხეილ მესხი“
ლოკომოტივი: კუპატაძე, ფოფხაძე, გაბაძე, გეთიაშვილი, ჩიეტეიშვილი, კიკაბიძე (56’ დიასამიძე), სამურკასოვი (63’ დარციმელია), ქიქავა, არდაზიშვილი, მზევაშვილი (68’ გავაშელიშვილი), ჩაგელიშვილი
მთ. მწვრთნელი: ჟერარდ მულეტი
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე,ნერგაძე, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (72’ ფურცხვანიძე), კლიმიაშვილი, კაპანაძე, შინდაგოროძე (30’ ბურჯანაძე), ტუღუში (75’ წილოსანი), მამასახლისი, კუხიანიძე
მთ. მწვრთნელი: ოლექსანდრ შტელინი
მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ზ.მენთეშაშვილი, ს.სპიცინი, დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 62’ სამურკასოვი (ლოკომოტივი), 80’ ჭიჭინაძე (ტორპედო)
გოლები: 0:1 ტუღუში (45), 0:2 კუხიანიძე (პენ 56), 1:2 ფოფხაძე (პენ 81)
სფფ-ს პრესსამსახური