სიახლეები

აკადემიის გუნდები მაკედონიის ოთხთა ტურნირზე

აკადემია
გაუზიარე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ. 2001 და 2002 წელს დაბადებული მოთამაშეებით დაკომპლექტებული ორი გუნდი საუკეთესოს ტიტულისთვის მაკედონიაში იბრძოლებს. უეფას მიერ ორგანიზებულ ოთხთა ტურნირზე, მასპინძელთა გარდა საქართველოს, ბელორუსის და სომხეთის გუნდები ითამაშებენ. სკოპიეში გამგზავრებამდე სფფ-ის აკადემიის გუნდებმა ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ღია ვარჯიში 12 მაისს ჩაატარეს. სავარჯიშო პროცესს აკადემიის ხელმძღვანელი ირაკლი ლილუაშვილი ესწრებოდა. მაკედონიაში დაგეგმილი ტურნირის მატჩები 16-20 მაისს გაიმართება.







სფფ-ს პრესსამსახური