საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანნიკოვის მემორიალური ტურნირის მეორე მატჩში ლატვია 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი გუნდის კაპიტანმა გიორგი ივანიაძემ 65-ე წუთზე გაიტანა.
პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა 0:0 ითამაშა ჩეხეთთან და ამგვარად, ჯგუფში უკვე 4 ქულა დააგროვა. 14 მაისს ჩვენი გუნდი ბორისპოლის სტადიონზე მოლდოვას შეხვდება.
ლატვიასთან გურამ ასპინძელაშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ბულისკერია, ბასარია (კაპანაძე 53), გაბედავა, გელაშვილი, ხარაბაძე, მექვაბიშვილი (ჯავახიშვილი 78), დარცმელია (ლორთქიფანიძე 71), დავითაშვილი (ლომიძე 78), ივანიაძე, კაკაურიძე (ბაბუნაძე 41), შუბითიძე (გაბუნია 53).
სფფ-ს პრესსამსახური