სიახლეები

თბილისის ლიგა 2016 იწყება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, „თბილისის ლიგა 2016“-ს იწყებს. საუკეთესოს ტიტულისთვის 16 სამოყვარულო გუნდი იბრძოლებს. მსგავსი ფორმატით მოყვარულთა ჩემპიონატი პირველად გაიმართება. ამ ეტაპზე გათამაშება დედაქალაქის მასშტაბით ჩატარდება. მომავალში კი, სხვადასხვა ქალაქებშიც შედგება. ჩემპიონატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. „თბილისის ლიგა 2016“ 7 მაისიდან იწყება. პირველი ტურის მატჩები კი 12:00 საათიდან შედგება. მატჩებს 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონი უმასპინძლებს. თბილისის სამოყვარულო ფეხბურთის ლიგა სრული ფორმატით 11x11-ზე ჩატარდება. ჩემპიონატის ფინალური მატჩი კი 10 ივლისს გაიმართება.




A
ლიგა                                                                  B ლიგა

 

A1

„ოქროს უბანი“

 

B1

ელიას მთა - „არწივები“

A2

მფკ „კვარტალი“

 

B2

„ვერა“

A3

მფკ „გლადიატორები“

 

B3

„ნახალოვკა“

A4

„ვაკე“

 

B4

„35-ე თბილისი“

A5

საბურთალოს „ფეოლა“

 

B5

ს.კ. „დიდუბე“

A6

 „სეუ“

 

B6

საბურთალოს „ბურე“

A7

თემქის „გაგური“

 

B7

„დელისი 2016“

A8

„ვაზის უბანი“

 

B8

ტაბახმელას „ვერონა“


I
ტური


A
ლიგა

მფკ. „კვარტალი“

თემქის „გაგური“

7 მაისი
12:00

„ოქროს უბანი“

„ვაზის უბანი“

7 მაისი
13:30

მფკ „გლადიატორები“

„სეუ“

7 მაისი
15:00

„ვაკე“

საბურთალოს „ფეოლა“

7 მაისი
16:30


B
ლიგა

ელიას მთა - „არწივები“                                   

ტაბახმელას„ვერონა“

8 მაისი
12:00

„ვერა“

„დელისი 2016“

8მაისი
13:30

„ნახალოვკა“

საბურთალოს „ბურე“

8 მაისი
15:00

„35-ე თბილისი“

ს.კ. „დიდუბე“

8 მაისი
16:30


სფფ-ს პრესსამსახური