5 მაისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები ჩატარდა. 18 მაისს, ქუთაისში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდებიან.
ბოლნისელები ნახევარფინალურ ეტაპზე თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში 5-3 დაამარცხეს მეტოქე. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ბოლნისში გამართულ განმეორებით მატჩში კი, „სიონმა“ 3-1 დაამარცხა მეტოქე და არსებობის ისტორიაში მეორედ მოახერხა საქართველოს თასის ფინალში გასვლა. აღსანიშნავია, რომ 2002-2003 წლის სეზონის თასის ფინალშიც „სიონის“ მეტოქე თბილისის „დინამო“ გახლდათ.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. თბილისში გამართული პირველი შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. ივანწმინდაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და ტაიმიც მოიგეს. მეორე ნახევარში თბილისელები გააქტიურდნენ და საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვეს. ორი მატჩის ჯამში "დინამომ" 5:1 მოიგო. საქართველოს ჩემპიონი თასის ფინალში ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს. ჯამში კი, თბილისის „დინამო“ ამ ტიტულისთვის მეთხუთმეტედ იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლების სეზონში, ისტორიაში პირველად, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალს ქუთაისი უმასპინძლებს. შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18 მაისს გაიმართება.
სიონი - ვიტ-ჯორჯია 3-1 (5-3)
ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“
სიონი: მერლანი, სვანიძე, ვ. კილასონია, რაზმაძე, გოგობერიშვილი (56’ გვალია), ვასაძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე (89’ საჯაია), მანჯგალაძე, ტატანაშვილი, კობახიძე (76’ გოგინაშვილი)
მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
ვიტ-ჯორჯია: შეროზია, კალანდია (79’ მუხულიშვილი), ჩიტიშვილი, გაგნიძე, თათხაშვილი, დანელია, კახაბრიშვილი (46’ ვაზაგაშვილი), გახარია, კურდღელაშვილი, კამლაძე (34’ მოსიაშვილი), ღუდუშაური
მთ. მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ი.უკლება, გ.ელიკაშვილი, გ.კიკაჩეიშვილი (1 დამ.ასისტენტი), ლ.კვარაცხელია (2 დამ.ასისტენტი), ა.ნონიკაშვილი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 18’ გაგნიძე (ვიტ-ჯორჯია), 51’ გიორბელიძე (სიონი), 61’კალანდია (ვიტ-ჯორჯია), 71’ მერლანი (სიონი)
გოლები: 1-0 ტატანაშვილი (პენ.) (17), 2-0 ტატანაშვილი (30), 2-1 კურდღელაშვილი (პენ.) (71), 3-1 ტატანაშვილი (87)
ჩიხურა - დინამო თბ 1-2 (1-5)
ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა: კუპატაძე, კაშია (71’ განუგრავა), მეგრელიშვილი, კაკაშვილი, კუსიანი, ლოვრეჩიჩი, დეკანოიძე, ჭეჭელაშვილი (46’ დობროვოლსკი), ჯოხაძე (61’ რეხვიაშვილი), მუმლაძე, ენუქიძე
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო თბ: ბეგაშვილი, ამისულაშვილი, რენე, თევზაძე (46’ გურული), პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (61’ მიკელ ალვარო), იაშვილი (74’ არაბული), ჭანტურიშვილი, ქვილითაია
მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, დ.ჩიგოგიძე, დ.ხარიტონაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 38’ მეგრელიშვილი (ჩიხურა), 38’ ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 45’ ენუქიძე (ჩიხურა), 65’ პარუნაშვილი (დინამო თბ)
გოლები: 1-0 დეკანოიძე (32), 1-1 ქვილითაია (67), 1-2 გურული (90)
ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge
სფფ-ს პრესსამსახური