სიახლეები

კოკა-კოლას თასი 2016

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
4 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში კოკა-კოლას თასი 2016-ის თბილისის რეგიონალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შეჯიბრზე თბილისის ყველა რაიონიდან 2003-2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა და 2000-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირის პირველი ეტაპი 7-დან 22 მაისის ჩათვლით ჩატარდება. გადამწყვეტი მატჩები კი 25 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

გამარჯვებული ხუთი გუნდი კვარიათში გაემგზავრება და სხვა რეგიონების გამარჯვებულებთან ორთაბრძოლაში გაარკვევს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ვინაობას. წინა წლებისგან განსხვავებით, ტურნირის საბოლოო ეტაპზე 16-ის ნაცვლად 20 სკოლა იასპარეზებს.
თბილისის პირველი ეტაპის განრიგი:

ვაკე-საბურთალოს რაიონი - 7-8 მაისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მინი მოედანი.
დიდუბე-ჩუღურეთი - 14 მაისი, დიღმის III კვარტალი, დიღმის გამგეობის მინი მოედანი.
ძველი თბილისის რაიონი - 14-15 მაისი, გორგასალის 111ა.
ისანი-სამგორი - 21-22 მაისი, გორგასლის 111ა.
გლდანი - 21-22 მაისი, 177-ე სკოლის მინი მოედანი.

აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბით კოკა-კოლას თასის 2016 წლის გათამაშებაში 2000 გოგო მიიღებს მონაწილეობას.



სფფ-ს პრესსამსახური