სიახლეები

ფუტსალის მწვრთნელთა განათლების სემინარი მოლდოვაში

ფუტსალი
გაუზიარე
აპრილის თვის ბოლო კვირას აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ლატვიის, ლიტვის, რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს დელეგაციები კიშინიოვის სპორტკომპლექს „ფუტსალ არენაში“ შეიკრიბნენ. საქართველო სემინარზე ხუთკაციანი დელეგაციით იმყოფებოდა. ოთხდღიან სემინარს სფფ-ს მწვრთნელთა განათლების დირექტორი გაიოზ დარსაძე, მწვრთნელთა განათლების ინსტრუქტორი კობა ჟორჟიკაშვილი, მწვრთნელთა განათლების მენეჯერი ვაკო დარსაძე, ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი და მწვრთნელის ასისტენტი არჩილ ბოკერია ესწრებოდნენ. სემინარის მომხსენებლები უეფას წარმომადგენლების გარდა ესპანეთის,იტალიის, ხორვატიის და ფუტსალის სხვა წამყვანი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები იყვნენ. უეფას ორგანიზებით უახლოეს მომავალში ფუტსალის მწვრთნელთა ლიცენზირების პროცესის დაწყება იგეგმება.



სფფ-ს პრესსამსახური