4 მაისს საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართება.
ცენტრალურ დაპირისპირებას გორი უმაპინძლებს. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთმანეთს ხაშურის „ივერია“ და „ლანჩხუთი“ გაეჯიბრებიან. პირველ ტურში ორივე გუნდმა იმარჯვა და სავარაუდოდ, მათ შორის საინტერესო პაექრობა გაიმართება.
ტურის დარჩენილ შეხვედრებში თბილისის „35-ე სკოლა“ „აჭარას“ უმასპინძლებს. ლაგოდეხის „ჰერეთი“ კი ქუთაისის „მართვეს“. პირველ ტურში თბილისელები დრამატულ შეხვედრაში ხაშურის „ივერიასთან დამარცხდნენ 2-3. ქუთაისლებმა კი დამაჯერებლად, 10-2 დაამარცხეს ქსკ „აჭარა“.
ქსკ 35-ე სკოლა - ქსკ აჭარა
თბილისი, „მარაკანა“, 17:00
მსაჯები: ი. სიგუა, ი. გიჯაშვილი, გ. გელხაური
დისკვალიფიკაცია: ვერონიკა გაროჟანკინა (ქსკ აჭარა)
ქსკ ჰერეთი - ქსკ მართვე
ლაგოდეხი, ცენტრალური სტადიონი, 17:00
მსაჯები: გ. ვარდიძე, ხ. მაისურაძე, ქ. გაიპარაშვილი
დისკვალიფიკაცია: ნათია სინატაშვილი (მართვე)
ქსკ ივერია - ქსკ ლანჩხუთი
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 17:00
მსაჯები: მ. კიკორია, პ. ბელთაძე, ჯ. გონგაძე
სფფ-ს პრესსამსახური
ქალთა ნაკრები
გაუზიარე