უნგრეთის დედაქალაქში უეფას რიგით მეორმოცე კონგრესი ტარდება. უეფას წევრი 54 ქვეყნის წარმომადგენელთა ტრადიციულ კონგრესს, 3 მაისს, ქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს. უეფას წლის ერთერთ მთავარ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი წარმოადგენენ. უეფას კონგრესი ბუდაპეშტის მთავარ საგამოფენო ცენტრში გაიმართება.
სფფ-ს პრესსამსახური
სფფ
გაუზიარე