საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სლოვაკეთის თასზე ბოლო მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:4 დამარცხდა ნორვეგიასთან.
შეხვედრა ქართველების უპირატესობით დაიწყო და საწყის 25 წუთში ორი გოლის გატანაც მოახერხეს - ჯერ თემურ ჩოგაძემ გამოიჩინა თავი, მერე კი გაბრიელ საღრიშვილმა.
ნორვეგიამ ორწუთიან მონაკვეთში შეძლო წონასწორობის აღდგენა - 30-ე და 32-ე წუთებზე მარკუს აანესლანდმა და კნუტ ალანდერმა გაიტანეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ტაიმი მაინც მოიგო: მერაბ მეგრელაძემ შესვენებამდე 3:2 გახადა ანგარიში.მეორე ნახევარში საგოლე მომენტები უკეთ ნორვეგიელებმა გამოიყენეს. 43-ე წუთზე უილიამ სელმა შეაგდო ბურთი, მე-60 წუთზე კი მარკუს აანესლანდმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სფფ-ს პრესსამსახური
გაუზიარე