სიახლეები

ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტური [ვიდეო]

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

26 აპრილს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა.

გათამაშების გახსნით მატჩს გორმა უმასპინძლა. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთმანეთს ხაშურის „ივერია“ და თბილისის „35-ე სკოლა“ დაუპირისპირდნენ. საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრაში ხაშურებელებმა იმარჯვეს, 3-2. ანგარიში თბილისელებმა გახსნეს და პირველი ტაიმიც მათი გამარჯვებით 2-1 დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა მობილიზება შეძლეს და ტაბლოზე სასურველი ანგარიში დააფიქსირეს. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში სამი გოლის ავტორი ნინო ჭუჭულაშვილი გახდა.

„ლანჩხუთმა“ „ჰერეთს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა მეტოქე. ლანჩხუთელთაგან თითო გოლით ჩხარტიშვილი, ალელიაშვილი და ჯიჯიეიშვილი გამოირჩნენ.

პირველი ტურის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა. „ტორპედოს“ ბაზაზე გამართულ მატჩში ადგილობრივი „მართვე“ „აჭარას დაუპირისპირდა. თამაში იმერელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 10-2 დასრულდა.

ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური 4 მაისს გაიმართება.


ივერია - 35-ე სკოლა

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

ივერია: გონგლაძე, ნ. გელაშვილი, ს. გელაშვილი, გორგაძე, ტაბატაძე, გვილია, ხიმშიაშვილი (64’ დოკაძე, 76’ მაზიაშვილი), ტურუნაშვილი (59’ კულუმბეგოვი), ჭუჭულაშვილი, ნასყიდაშვილი, ლომიძე.

მთ. მწვრთნელი: თემურ კობერიძე

35-ე სკოლა: ზაალიშვილი, სხირტლაძე, ხუბულური, თევდორაძე, ჯანიკაშვილი, კენჭოშვილი, დანელია (82’ ხარაიშვილი), ჯავოიანი (52’ დიმოპულო), ეპიტაშვილი, კულდონაშვილი, ზაქაიძე.

მთ. მწვრთნელი: გურამ კანდალია.

მსაჯები: ბ. გლუშჩუკი, ხ. მაისურაძე, ქ. გაიპარაშვილი.

გოლები: 0-1 ეპიტაშვილი (7), 0-2 ზაქაიძე (16), 1-2 ჭუჭულაშვილი (44), 2-2 ჭუჭულაშვილი (48), 3-2 ჭუჭულაშვილი (77).




ქსკ ლანჩხუთი - ჰერეთი 3-0

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“ სათადარიგო

ქსკ ლანჩხუთი: გაბუნია (72’ ურუშაძე), გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, ხუხუნაიშვილი, ალელიშვილი, ჯიჯიეშვილი (72’ წოწერია), თავდიშვილი, რომანჩუკი, კალანდაძე (76’ შურღაია), გოგეშვილი (81’ მოისწრაფეშვილი), ნარსია.

მთ. მწვრთნელი: კახა ურუშაძე.

ჰერეთი: სამუშია, ნაკვეთაური, ბაქრაძე, გელაშვილი (46’ ბარბაქაძე), ქადაგიშვილი, ყორღანაშვილი, ხუნაშვილი, კევლიშვილი, სუხაშვილი, ბიგვავა, სხირტლაძე, ცქიფურიშვილი.

მთ. მწვრთნელი: სულხან სულხანიშვილი.

მსაჯები: კ. გიორგაძე, ვ. რუხაია, ბ. ჩიგოგიძე.

გოლები: 1-0 ჯიჯიეშვილი (19), 2-0 ალელიშვილი (43), 3-0 ჩხარტიშვილი (68).




მართვე - ქსკ აჭარა 10-2

ქუთაისი, „ტორპედოს ბაზა“

მართვე: ნ. სინატაშვილი, სტურუა, შახკულიანი, ჭაუტიძე (60' ღოღელიანი), ჯანელიძე (76' ცაავა), ხაბურზანია (46' ხვედელიძე), გორგაძე, შენგელია, გურგენიძე (30' ვაშაყმაძე), ა. სინატაშვილი, გასვიანი

მთ. მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი.

ქსკ აჭარა: გაროჟანკინა, ანთაძე, ბაჯელიძე, რიჟამაძე, დოლიძე, კახიძე (84’ ბუთხუძე), ლ. ანთაძე, დ. ანთაძე, შაქარიშვილი (24’ სალუქვაძე), აბაშიძე, გოგიძე (46’ ჯიბლაძე).

მთ. მწვრთნელი: ჯუმბერ ბერიძე.

მსაჯები: ი. ტუღუში, ა. თავაძე, ზ. გურგენაძე.

გაფრთხილება: 64’ რიჟამაძე (ქსკ აჭარა).

გაძევება: 23’ სინატაშვილი (მართვე), 59’ გაროჟანკინა (ქსკ აჭარა).

გოლები: 1-0 გურგენიძე (8), 2-0 გასვიანი (13), 3-0 სინატაშვილი (17), 4-0 შენგელია (20), 5-0 გორგაძე (28), 5-1 კახიძე (31), 5-2 სალუქვაძე (33), 6-2 გორგაძე (38), 7-2 გორგაძე (40), 8-2 შენგელია (42), 9-2 გასვიანი (62), 10-2 გასვიანი (69).



სფფ-ს პრესსამსახური