სიახლეები

ქუთაისში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

12-21 აპრილს, ქუთაისში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ჩატარდა. მწვრთნელთა განათლების პროგრამაში 25 მსურველი მონაწილეობდა, მათ შორის 3 გოგონა. აღსანიშნავია, რომ გოგონებს C ლიცენზიის კურსის გავლა უფასოდ შეუძლიათ. აღნიშნული კურსი საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, ნინო პასიკაშვილმა და ნინო სუთიძემ გაიარეს. 





პარალელურად გრძელდება საბუთების მიღება თბილისში გასამართი მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსისთვის. მსურველებმა საბუთები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა ლიცენზირების განყოფილებაში უნდა შემოიტანონ. 

საბუთების ჩამონათვალი: 

• СV  
• ჯანმრთელობის ცნობა
• ცნობა პოლიციიდან 
• ცნობა ნაკოლოგიურიდან 
• პირადობის მოწმობის ქსერო ასლი 
• 2 ფოტოსურათი 3/4-ზე 
• 400 ლარი 
• გოგონებისთვის სწავლება უფასოა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სფფ-ს მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს, ეკა ნადირაშვილს. ტელ: 551990910

სფფ-ს პრესსამსახური