21 აპრილს, ბულგარეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრებმა მესამე შეხვედრა გამართა. ამჯერად ქართველი გოგონები რუმინელ თანატოლებს გაეჯიბრნენ და 0-3 დამარცხდნენ.
თეიმურაზ სვანაძის შეგირდებმა განვითარების თასზე გამოსვლა ამ მატჩით დაასრულეს. გოგონებმა აღნიშნულ ტურნირზე სამი მატჩი გამართეს და სამივე შეხვედრაში დამარცხდნენ.
საქართველო U16 - რუმინეთი U16 0-3
ალბენა, სპორტკომლექსი „ალბენა“
საქართველო U16: ურუშაძე, რაუხი (26' შაქარიშვილი), გუჯაბიძე, კალანდაძე, მინაძე, დიმოპულო (76' ეჯიბია), ხუხუნაშვილი, ბაჯელიძე, კომლაძე (41' ნარსია), წოწერია (55' ეპიტაშვილი), ხანდაზიანი (52' კენჭოშვილი).
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ სვანაძე
გოლები: 0-1 მორარუ (39), 0-2 სფიფა (46), 0-3 ვლადულესკუ (80)
სფფ-ს პრესსამსახური